ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2021 წლის 1-ლი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, გასული წლისგან განსხვავებით, შედარებით მეტი ბანკი გავიდა მოგებაზე. ზარალზე კი საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 3 ბანკი იყო. ესენია: „სილქ როუდ ბანკი“, „ფინკა“ და „პაშა“ ბანკი.
ანგარიშგებების მიხედვით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში მოგებაზე გავიდა მათ შორის, ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“.
კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში - 159 მილიონ 963 ათას 880 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 174 მილიონ 171 ათას 796 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 192 მილიონ 407 ათას 093 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 192 მილიონ 874 ათას 952 ლარი შეადგინა.