
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Moody's-ის პროგნოზით, წელს ავტომობილების გაყიდვები 20%-ით შემცირდება
15-05-2020
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Moody’s განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ავტომობილების გლობალური გაყიდვები 20%-ით შემცირდება. წინა პროგნოზით ეს მაჩვენებელი 14% -ს შეადგენდა. როგორც სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდება.
ანგარიშის მიხედვით, წელს ევროპაში ეს მაჩვენებელი 30% -ით, შეერთებულ შტატებში - 25%-ით შემცირდება. სააგენტომ არ შეცვალა პროგნოზი მიმდინარე წლის ჩინეთში ავტომობილების გაყიდვების შემცირების შესახებ და ის ისევ 10% -ზე დატოვა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, Moody’s არ გამორიცხავს, რომ მომავალ წელს მსოფლიოში ავტომობილების გაყიდვა 11,5% -ით გაიზარდოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ G20-ის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა 4,8%-ის ფარგლებში იქნება.
AutoPlay

იანვარში იპოთეკური სესხების მოცულობა 7.1%-ით შემცირდა
15-01-2021

გასულ კვირასთან შედარებით სასტუმროების სამომავლო დატვირთულობა გაზრდილია
15-01-2021

უნდა ველოდოთ თუ არა პურის ფასის ზრდას
15-01-2021

საქართველოში ფულადი გზავნილები რეკორდულ მაჩვენებელზეა
15-01-2021

Boeing-მა 2020 წელს მხოლოდ 157 თვითმფრინავი გაყიდა
15-01-2021

ვინ არის 2020 წლის ყველაზე მდიდარი ინსტაგრამ-ინფლუენსერი, რომელიც პოსტში მილიონზე მეტს შოულობს
15-01-2021