ქართველმა მოციგურავემ, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ავსტრიულ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, კაცთა ერთეულთა თანრიგში შესანიშნავად იასპარეზა. ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა დაიმსახურა, ჯამში კი, 246.71 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილის შემდეგ ქართველ მოციგურავეს მედალი არ მოუპოვებია. პირველ-მეორე ადგილები ევროპის ჩემპიონატზე რუსებმა, დმიტრი ალიევმა და არტურ დანიელიანმა დაიკავეს.