ღამის კლუბების წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის მორიგი შეხვედრა დღესაც გრძელდება. შეხვედრა ამ წუთებში კვლავ სამინისტროში იმართება. კლუბების „ბასიანი“ და „გალერის“ წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გააგრძელებენ მუშაობას. ორივე კლუბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლუბები დალუქულია, ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლები და არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია როდის შეეძლებათ გახსნა. „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი ამბობს რომ შს მინისტრთან დღეს ჩანიშნული შეხვედრის შემდეგ შესაძლებელია ცნობილი გახდეს როდის გაიხსნება ღამის კლუბები. აღნიშნული კლუბები 11 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დახურეს.