რაჭაში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა დასრულებულია. მოსახლეობასთან რიგით მეორე შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევის ახალი მოდელი დემოკრატიის გარანტიაა.