საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას იურიდულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ფარული კენჭისყრის შედეგებით, კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 11-მა წევრმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ”პატრიორტთა ალიანსის” წარმომადგენელმა. საპარლამენტო უმცირესობას კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დეპუტატ მანანა კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.