მოსიარულე მკვდრების“ სამყაროს მორიგი სერიალის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა.ახალი სერიალის სიუჟეტის ცენტრში ზომბი აპოკალიფსის დროს გაზრდილი ბავშვები იქნებიან, რომლებიც კედლებით გარშემორტყმულ თავშესაფარში ცხოვრობენ. მაგრამ მათ ეს უსაფრთხოება ბეზრდებათ და ნამდვილი სამყაროს ნახვას გადაწყვეტენ. პროექტს სახელწოდება ჯერ არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ ის ტელეკომპანია AMC-ს ეთერში 2020 წლის გაზაფხულზე გავა.