რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადააა შეასრულოს გარკვეული როლი ოსლოში ვენესუელის მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებში, თუ მონაწილეები ამის საჭიროებას იგრზნობენ. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
როგორც საგარეო უწყებაში ამბობენ, ისინი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მოლაპარტაკებები გაგრძელდება, თუმცა, აფრთხილებენ ყველა გარე ძალას, რომლებიც ვენესუელის მთავრობის წინააღმდეგ ულტიმატუმების წაყენებას ცდილობენ. შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელას კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად ვინ მიიღებს მონაწილეობას მოლარაკებებში და როდის გაიმართება უფრო ზუსტად. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში ვენესუელას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომაგენლები ოსლოში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ შორის პირისპირ საუბარი არ შემდგარა.