რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
ქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რესტორნებს, ბარებს, ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ დაწესებულებებს 13 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ, რომლის მიხედვითაც მათ ღამის საათებში, 23:00-დან-06:00 საათამდე, მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა ეკრძალებოდათ. მისივე თქმით, ამასთან, ბიზნესს აღარ ექნება ვალდებულება, თანამშრომლების მინიმუმ 30%-ი დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანოს. მისივე თქმით, მოქალაქეებს მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარების ვალდებულება ისევ ექნებათ.
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 3.7 მილიონ ადამიანს მიაღწია, ვირუსს 71 00-ზე მეტი პირი ემსხვერპლა.