საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ თბილისის საბურთალო დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ესპანური შეკრების შემდეგ იქნა მიღებული. გიორგი ჭანტურიას "საბურთალოში" მიყვანის ინიციატორი გიორგი ცეცაძე იყო, რომელმაც კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით ცეცაძეს მარგველაშვილის ნაცვლად კაპიტნად სხვა მოთამაშის დანიშვნა სურდა, თავად ჭანტურიას კი 10 ნომრიანი მაისური. საბოლოოდ ამ ყველაფერმა გუნდში არეულობა გამოიწვია ხელმძღვანელობას კი ზომების გატარება მოუწია.