დღის განმავლობაში ყველა განვიცდით სტრესს რაღაც დოზით ან ვღიზიანდებით, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და გვაკარგვინებს კონცენტრაციის უნარს. ქრონიკულ რეჟიმში დაძაბულობა და ნერვიულობა 50 %-ით ზრდის გულის შეტევის საშიშროებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა გამოიგონეს ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც გვასწავლის მარტივად გავუმკლავდეთ სტრესს და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი.
როგორც ამბობენ, მოწყობილობა სახელად Lief არეგულირებს ჩვენს გულისცემას, ბუნებრივი გულისცემის ცვალებადობის გაზრდით, მსუბუქი ვიბრაციის საშუალებით. მისი შემქმნელების თქმით, ის მკერდზე შეუმჩნევლად მაგრდება და მისი ტარება მთელი დღის განმავლობაში შეიძლება.