TENS - არის კანის შიდა ელექტროსტიმულაციის ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია მომენტალურად შეაჩეროს ტკილვის შეგრძნება ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში. როგორც ამ პორტატული ხელსაწყოს შემქმნელები ამბობენ, მოწყობილობას აქვს უნარი მომენტალურად შეამციროს ტკივილი. მისი მუშაობის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ TENS გზავნის ელექტრო სიგნალს ჩვენს კანქვეშ და აფერხებს ტკივილის სიგნალს, რათა მან ტვინამდე არ მიაღწიოს.
გარდა ამისა მოწყობილობა ეხმარება სხეულს ენდორფინის გამოყოფაში, რაც ტკივილის დამთრგუნველი ბუნებრივი ნივთირებეაა. როგორც ამბობენ, მასაჟორის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უკაბელოდ მუშაობს და მოხერხებულად ერგება სხეულის ნებისმიერ ზონას იქნება ეს წელი, კისერი, ტერფი, მაჯა თუ სხვა რომელიმე ნაწილი. საკმარისია თქვენ ის იმ ზონაში მიიმაგროთ, სადაც ტკივილი გაწუხებთ ან კუნთი გაქვთ დაჭიმული და მოწყობილობა მსუბუქი ვიბრაციის მეშვეობით თქვენ მომენტალურად მოგგვრით შვებას.