AlterEgo ეს არის ხელსაწყო, რომელიც ადამიანების აზრებს კითხულობს და მათ საშუალებას აძლევს ხმის ამოუღებლად ელაპარაკონ კომპიუტერს. როგორც ამბობენ, მისი მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ ელაპარაკონ და მართონ სხვადსხვა კომპიუტერული ხელსაწყო და ტექნიკა. მათ შეუძლიათ კომუნიკაციის დამყარება და თავიანთი ფიქრების გახმოვანება. მოწყობილობას შეუძლია თქვენი ფიქრების მოსმენა და შემდეგ მათი განხორციელება. AlterEgo თავსა და ყბაზე მაგრდება. მის სენსორს შეუძლია ნერვულ-კუნთოვანი სიგნალების აღქმა, რომლებიც წარმოიშობა როდესაც თქვენ გონებაში სიტყვებს წარმოთქვამთ. მაგალითად, ეკრანის ყურების დროს თქვენ თუ გაიფიქრებთ სიტყვას „ზემოთ“, ეკრანი ავტომატურად მაღლა აიწევს, ან თუ იტყვით „ქვემოთ: ის ქვემოთ ჩამოვა. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პასუხები სხვადსხვა კითხვაზე, მაგალითად რომელი საათია ან რა ღირს ესა თუ ის ნაწარმი მაღაზიაში. მომხმარებელი პასუხებს იგებს ძვლოვანი ხმის გამტარი ყურსასმენებით. როგორც ამბობენ, მოწყობილობას ამ ეტაპზე მხოლოდ 100 სიტყვის აღქმა შეუძლია, თუმცა მკველავერბი მუშაობენ სისტემის ბაზის განვითარებასა და სიტყვათა მარაგის გაზრდაზე. როგორც ამბობენ, მოწყობილობის ბევრი დანიშნულებით გამოყენება არის შესაძლებელი, ხმაურიან გარემოში მუშაობის დროს, ასევე ის გამოსადეგია მათთვის, ვისაც მეტყველება აქვს დარღვეული, ასევე სპეცოპერაციების ჩატარებისას კომუნიკაციის დასამყარებლად. AlterEgo, იგივე „მეორე მე“, ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპია და დახვეწვის პროცესშია. მეცნიერების თქმით, ადამიანები ყოველდღე დღის განმავლობაში გონებაში კითხულობენ ან წარმოიდგენენ ასობით სიტყვას. კომპანია MIT Media Lab- ის თქმით, რომელმაც ხელსაწყო დაამზადა, მისი გამოგონება საშუალებას აძლევს მომხმარებელს საუბრის გარეშე გასცეს განკარგულებები, მხოლოდ ფიქრის საშუალებით. იდეის ავტორების თქმით, მოწყობილობა გათვლილია ყოვედღიური მოხმარებისთვის, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ტელევიზორში არხების გადართვა ხელის მოძრაობის გარეშე, საათისა და ფასების გაგება, გარდა ამისა, ის გეხმარებათ სამაგიდო თამაშების დროს. მისი მუშაობის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც თქვენ ფიქრობთ, სახის და ყბის კუნთები მიკრო მოძრაობებს აკეთებს, რათა გაახმოვანოს ის სიტყვა, როემლიც თქვენ წარმოიდგინეთ. ელექტროდები იწერენ ამ მოძრაობებს და გადასცემენ კომპიუტერს ბლუთუზის მეშვეობით.