ეს მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ავტომობილის საბურავის წნევა. მას Fobo Tire ჰქვია და წნევის შესამოწმებლად სპეციალურად დამონტაჟებულ სენსორებს იყენებს. იგი მაგრდება საბურავზე და მონაცემებს საჭიროების შემთხვევაში თქვენს ტელეფონში გზავნის. ამისათვის იგი იყენებს "ბლუთუზს". სპეციალური მოწყობილობა საშუალებას იძლევა ერთდროულად 20-მდე მანქანის საბურავების მდგომარეობა აკონტროლოთ. და უფრო მეტიც, მიღებული ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრებს და ახლობლებს გაუზიაროთ. აპლიკაცია მუშაობს როგორც Ios-ის, ასევე Android-ის სისტემაზე.საბურავზე დამონტაჟებულ მოწყობილობას სენსორის რამდენიმე დონე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ინფორმაციის მიღებას შეძლებთ მანამ ვიდრე საბურავის მდგომარეობა საგანგაშო არ გახდება. სენსორები მალაიზიაში შეიქმნა. ელემენტები, რომელიც ამ მოწყობილობისთვისაა საჭირო, 2 წელს ძლებს.მოწყობილობის დამონტაჟებას კი სულ რაღაც 5 წუთი სჭირდება. მისი გამოყენება მოტოციკლისა და ველოსიპედისთვისაც შეიძლება. უფრო მეტიც, იგი სატვირთო მანქანების შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.