ორიგინალურმა, მოულოდნელობებით სავსე კრიმინალურმა ტრაგიკომედიამ "ამერიკული აფიორა", რომელმაც გამოცდილი რეჟისორის დევიდ რასელის გადაღების არასტანდარტული მანერის და არაჩვეულებრივი მსახიობების შექმნილი თვითმყოფადი პერსონაჟების წყალობით, ბრწყინვალედ აღადგინა გასული საუკუნის 70-იანი წლების ატმოსფერო და საკმაოდ გახმაურებული პოლიტიკური სკანდალის ისტორია მაყურებლის სიმპატიასთან ერთად, კრიტიკოსების აღიარებაც დაიმსახურა.