როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში, ეს უკვე სერიოზული განცხადება და სერიოზული შესაძლებლობაა, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსში“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლაზე არ აზიანებს კოალიციური მთავრობის იდეას, რადგან თავად იყო ოპოზიციის ერთიანი სიის და ერთობის ინიციატორი, რომელზეც ყველამ უარი თქვა.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკური პარტიები იქმნებიან იმისთვის, რომ მოიგონ არჩევნები, მოვიდნენ უმრავლესობით და პარტია, რომელიც ამისთვის არ იბრძვის, „პარაზიტული პარტიაა“, რომელსაც სხვა მიზნები და ამოცანები ამოძრავებს პოლიტიკაში.