მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ბირმინგემში, 2-6 ივლისს გამართული ყოველწლიური სესიის შემდეგ მიიღეს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილება სრულად უნდა განახორციელოს.