ვაზიანის პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ესწრებიან. მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" 30 ივლისს დაიწყო.წვრთნაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა, გზავნილით - "ძალა პარტნიორობაშია". საქართველო მრავალეროვნულ სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ს უკვე მესამედ მასპინძლობს.