სიკვდილი ნილოსზე , ცნობილი ბრიტანელი მწერლის აგათა ქრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი დიდ ბრიტანეთში 1937 წელს ინგლისურ ენაზე გამომცელობა Collins Crime Club - ის მიერ გამოიცა.
წიგნის სიუჟეტი ცნობილი ბელგიელი დეტექტივის ერკიულ პუაროს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ეგვიპტეში ჩადის და მდიდრული თბომავალ “კარნაკით” ნილოსზე მიდის კრუიზში, სადაც მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ლიტენი მის საქმროსთან ერთად თაფლობის თვეს ატარებს , რომელიც ცოტა ხნის წინ მის უახლოეს მეგობარს ჟაკლინს წაართვა. მიტოვებული ჟაკლინი ახალდაქორწინებულებს უთვალთვალებს, რომელიც მალე მთავარი ეჭვმიტანილი გახდება, როდესაც ლიტენს მის კაიუტაში მოკლულს იპოვიან. დეტექტივი იძულებულია მდიდარი მემკვიდრის გარდაცვალება გამოიძიოს და თანდათანობით აცნობიერებს, რომ მკვლელობა ერთადერთი დანაშაული არ არის, რომელიც გემის ბორტზე იქნა ჩადენილი. მგზავრებს შორის ორი ქურდი, თაღლითი, რადიკალი კომუნისტი და საერთაშორისო ტერორისტი აღმოჩნდება და სანამ პუარო ნამდვილი დამნაშავის გამოვლენას ცდილობს, გემზე სასტიკი ხოცვა გრძელდება.
ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.
მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.
წიგნის ეკრანიზაცია პირველად 1978 წელს განხორციელდა , ჯონ გილერმინის რეჟისორობით , რომელსაც მოყვა 2004 წელს გადაღებული ფილმი რომელშიც ცნობილი დეტექტივის როლს დევიდ სუშე ასრულებს , წიგნის ბოლო ეკრანიზაცია კი 2022 წელს გამოვიდა ტელეეკრანებზე , კენეტ ჩარზ ბრანას რეჟისორობით , რომელიც ფილმში ასევე ასრულებს დეტექტივ ერკილ პუაროს როლს.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2020 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.