მარჯანიშვილის თეატრში ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მსახიობს პატივი მიაგეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე. ნოდარ მგალობლიშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ნოდარ მგალობლიშვილი 26 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.