კინოსტუდია Paramount Pictures-მა საშინელებათა ჟანრის ფილმ „მშვიდი ადგილის“ სიქველის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.სურათის სცენარისტი და რეჟისორი პირველი ნაწილის ავტორი ჯონ კრასინსკია. მთავარ როლს კი ფილმში კვლავ მისი ცოლი - ემილი ბლანტი ასრულებს. "მშვიდი ადგილი 2"-ის პრემიერა 2020 წლის მარტში გაიმართება.