მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სააპელაციო ორგანომ ორშაბათს ოფიციალურად მისცა ნებართვა ევროკავშირს, მიიღოს კონტრზომები ვაშინგტონის მხრიდან Boeing Co-ს არაკანონიერი სუბსიდირების გამო და გაზრდილი ტარიფებით დაბეგროს ამერიკიდან იმპორტირებული 4 მილიარდი დოლარის პროდუქცია.
შეგახსენებთ, რომ დავა შტატებსა და ევროკავშირს შორის ავიამწარმოებლების უკანონო სუბსიდირების გამო 2004 წლიდან გრძელდება. ბრიუსელმა ვაშინგტონი Boeing-ის უკანონო სუბსიდირებაში დაადანაშაულა, ვაშინგტონმა კი დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის მხრიდან Airbus-ის უკანონო სუბსიდირებაზე საჩივრით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მიმართა.
2019 წლის მარტში სავაჭრო ორგანიზაციის სააპელაციო ორგანომ ევროკავშირის შტატებისადმი პრეტენზიების უმეტესობა დააკმაყოფილა.