22:23
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი კორონავირუსის წინააღმდეგ 160 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს
12-08-2020

2021 წლის ივნისამდე მსოფლიო ბანკი კორონავირუსის წინააღმდეგ 160 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ფინანსურ წელს მსოფლიო ბანკმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, დახმარებისთვის ჯამში დაახლოებით 21 მილიარდი დოლარი უკვე გამოყო.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თქმით, გრძელვადიან პერიოდში, მსოფლიო ბანკის პრიორიტეტები ორიენტირებული იქნება ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაზე, მოსახლეობისთვის საშუალო შემოსავლის გაზრდაზე და ა.შ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა წელს  თითქმის 5% -ით შემცირდება, მაგრამ ის მომავალ წელს გაჯანსაღებას დაიწყებს და 5,4% -ით გაიზრდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები