10:34
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი - საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები მცირდება
02-09-2016
მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება. კვლევის თანახმად, 2014 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 32.3 (1.4 მლნ.) პროცენტია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2013 წელს 36 პროცენტს (1.6 მლნ-ს), 2012 წელს 42.5 პროცენტს (1.9 მლნ-ს), ხოლო 2011 წელს 44.8 პროცენტს (2.0 მლნ-ს) უტოლდებოდა. 2012 წელთან შედარებით 2014 წელს დაახლოებით 500,000-მა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება კვლავ გაგრძელდება შემდეგ წლებშიც და 2018 წლისათვის 6.8 პროცენტული პუნქტით შემცირდება და სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი 25.5 პროცენტს გაუტოლდება.

ხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები