World Vision საქართველო ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას "ეს არ არის ჩემი არჩევანი" იწყებს. ამ ინიციატივით საქართველოს ოფისი World Vision-ის გლობალურ კამპანიას - "მსოფლიო ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ" უერთდება, რომელშიც 100-მდე ქვეყანაა გაერთიანებული. მისი მიზანია ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე ზრუნვა და მათი განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე ქუჩებში ბავშვების ექსპლოატაციის აღმოფხვრა.დღემდე სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში იდენტიფიცირებულია დაახლოებით 800 ბავშვი, რომლებიც ყოველდღიურად ქუჩაში ცხოვრობენ. ფიზიკური დასჯა, ცუდი მოპყრობა, განვითარების საშუალების არქონა მათი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და სხვა უფროსი ადამიანების მხრიდან ეკონომიკური ექსპლოატაციის შედეგებია.