ჰაკერული თავდასხმების შედეგად 2030 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა 90 ტრილიონ დოლარს დაკარგავს. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში.მათი შეფასებით, ჰაკერების ბიზნესი და ინტერნეტ დამნაშავეების რაოდენობა იზრდება. ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით მილიონ 500 ათასმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული ინტერნეტში, 2021 წელს კი ეს მონაცემი 2 მილიონამდე გაიზრდება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, კიბართავდასხმები და მონაცემთა ქურდობა გლობალური კრიზისის სავარაუდო მიზეზებს შორის მე-9 ადგილზეა.