2025 წლისთვის 85 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგება და ამასთან, 97 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასეთია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზი 2025 წლისთვის. ორგანიზაციის ანგარიშით, ეს მსოფლიოს 26 ქვეყანაში მოხდება და ამის მიზეზი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებში ტექნოლოგიების განვითარება იქნება. გავრცელებულ ანგარიშში - The Future of Jobs 2020-ში ნათქვამია, რომ COVID-19-მა შრომის ბაზრის შეცვლა დააჩქარა.
ექსპერტების თქმით, იმ ხალხს, ვინც რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან ბიზნესისა და მთავრობების მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდებათ, ხოლო ის კომპანიები დარჩებიან მოგებულნი, ვინც დროულად გადაამზადებენ საკუთარ დასაქმებულებს.
ექსპერტების განცხადებით, ევოლუციის პროცესში, რომელსაც გადის ახლა შრომის ბაზარი 2025 წლამდე 97 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება ისეთ სფეროებში როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, „მწვანე ეკონომიკა“ და კომპიუტერული ღრუბლოვანი ტექნოლოგიები. ამასთან, დასაქმებულების დაახლოებით 50%-ს, რომლებიც მომდევნო ხუთი წელი არსებულ ფუნქციებს შეასრულებენ, გადამზადება მოუწევთ.