მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კონგოში ებოლას ვირუსით დაინფიცირების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვირუსის გამო, განსაკუთრებული საფრთხე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეზობელ ქვეყნებს ექმნებათ.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, ებოლას ვირუსი ჯერჯერობით გლობალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, ებოლას ვირუსმა კონგოს დემოკრატიულ რესბულიკაში 1600 ადამიანი შეიწირა. 2014-2016 წლებში კი დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.