მსოფლიო კომპანიების აქციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები, ბოლო 19 წლის მინიმუმზეა. 1-ლი იანვრიდან 9 ივნისის ჩათვლით აქციების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 196 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 70%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ იაპონური გაზეთი Nikkei წერს.
შემოსავლების მხრივ განსაკუთრებით შემცირება დაუფიქსირდათ ამერიკულ კომპანიებს, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 30 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღეს. ექსპერტების შეფასებით, აქციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ვარდნა გამოწვეული იყო მთავრობების მხრიდან ფინანსური პოლიტიკის გამკაცრებით, რომელიც თავის მხრივ, ინფლაციით იყო განპირობებული, ასევე ამაზე გავლენა იქონია უკრაინის კრიზისმა.