ახალი კორონავირუსის გამო საერთაშორისო ფინანსურ სამყაროში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მსოფლიო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს შორის „ვირტუალურ ფორმატში“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში იუწყებიან.
წელს ერთობლივი საგაზაფხულო შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად ვაშინგტონში იმართება, 13-19 აპრილს იყო დაგეგმილი. ღონისძიებაში როგორც წესი 2 ათას 800 დელეგატი მონაწილეობს მსოფლიოს 190 ქვეყნიდან, ამას ემატება ჟურნალისტები და დამკვირვებლების დიდი რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს შეხვედრის გამართვის გრაფიკი 20 წლის წინ შეიცვალა, მაშინ როცა 11 სექტემბრის ტერაქტის გამო შეხვედრა ჯერ გადაიდო, შემდეგ კი სხვა ადგილას გამართეს.