17:18
7 მაისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მსოფლიო შესაძლოა, ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა
04-05-2021

Tropical Race 4 (TR4) ნიადაგის სოკოს დაავადება, რომელიც ყველაზე გაყიდვად Cavendish-ის ჯიშის ბანანს სრული განადგურებით ემუქრება, უკვე ვენესუელაშიც გამოჩნდა. ამის შესახებ გავლენიანი პორტალი Americanfruit-ი და ადგილობრივი მედია იუწყება.

მართალია, ვენესუელას ხელისუფლებას ეს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები ცხადყოფს, რომ ბანანის პლანტაციებზე სავალალო მდგომარეობაა.

East-fruit-ის ინფორმაციით, ვენესუელაში TR4 შტამის გაჩენით ბანანის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნის, ეკვადორის ირგვლივ წრე შეიკრა. ვენესუელამდე TR4 ჯერ კოლუმბიასა და ჰონდურასში გაჩნდა, სადაც ბანანის პლანტაციები დაიკეტა კიდეც, მიმდინარე თვეში კი სოკოს ამ დაავადების არსებობა ეკვადორის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში, პერუში დაადასტურეს. აღსანიშნავია, რომ თავად ეკვადორში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონ 500 ათასი ტონა ბანანის ექსპორტს ეწევა, ნიადაგის სოკოს დაავადების კერების გაჩენაზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, არ გავრცელებულა.

ექსპერტების შეფასებით, Tropical Race 4 ნიადაგის სოკოს გავრცელებამ შესაძლოა, გენმოდიფიცირებული ბანანის დაჩქარებულად გამოყვანა და დანერგვა აუცილებელი გახადოს, რადგან პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკვების გარეშე დარჩება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები