იმ დროს, როცა 2019 წელს ამერიკა-ჩინეთს შორის გაჩაღებულმა სავაჭრო ომმა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპი 2009 წლის დონეზე - 1,2%-ზე დაიყვანა, ახალი კორონავირუსის გამო 2020 წელს ეს პროგნოზი კიდევ უფრო დაბალია. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Euler Hermes-ის ანგარიშშია ნათქვამი. აღნიშნული კომპანია საექსპორტო კრედიტების დაზღვევაზეა სპეციალიზებული.
პირველ კვარტალში მსოფლიო ვაჭრობამ უკვე იზარალა ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომისგან გამოწვეული 2019 წლის წლიური ეფექტით. Euler Hermes-ის შეფასებით, დანაკლისი ვაჭრობაში მხოლოდ ერთი კვარტლის განმავლობაში 320 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, ექსპორტის დანაკარგები ჯამურად 161 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ვინაიდან ჩინეთისა და ევროპის მხრიდან მოთხოვნა იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული. ამასთან, მათი გათვლებით ტურიზმი გლობალურად 125 მილიარდით, ხოლო ტრანსპორტით მომსახურების სფერო 33 მილიარდი დოლარით იზარალებს.
Euler Hermes-ის პროგნოზით 2020 წელს მსოფლიოს ეკონომიკა პირველ კვარტალში 2,5%-ით შემცირდება და მეორე კვარტალშიც ნეგატიურ ველში დარჩება.