გლობალურ საფონდო ბირჟებზე ოთხშაბათს განვითარებული ნეგატიური პროცესების გამო, მსოფლიოს 10-მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში 33 მილიარდი დოლარი დაკარგა. Forbes Real Time-ის რეიტინგის მიხედვით, Facebook- ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა დატოვა იმ ადამიანთა სია, რომელთა ქონება 100 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელი უორენ ბაფეტი მილიარდერების რეიტინგში მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა, რითაც ინდოელ ბიზნესმენს მუკეშუ ამბანის ჩამორჩა.
მათ შორის ყველაზე მეტად - 6 მილიარდ 700 მილიონი დოლარით, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება შემცირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის Bloomberg– ის მონაცემებით, პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად რჩება, რომლის ქონებაც 186 მილიარდ 300 მილიონი მილიარდი დოლარია.