Worldometer-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. მოლო ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის 5002439 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 325000-ს აღემატება.
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, რუსეთში, ესპანეთში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით დაიფირების პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფქისირდა. ვირუსი თავდაპირველად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო შემდგომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.