კომოდოს ვარანი - მსოფლიოს ყველაზე დიდი ხვლიკი, ქვეწარმავალთა გვარის და ვარანისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია. სახელი მტაცებელმა რეპტილიამ წარმოშობის ადგილის მიხედვით მიიღო, რადგან მხოლოდ ინდონეზიაში, კომოდოსა და რამდენიმე მეზობელ კუნძულზე ვრცელდება.მართალია, კომოდოს ვარანი, რომელსაც ადგილობრივი აბორიგეენები "ბუაია დარატს" ანუ "ხმელეთის ნიანგს" უწოდებენ, ინდონეზიის მხოლოდ ხუთ კუნძულზე - კომოდოსა და გილი-მოტანგაზე, რინჯაზე, ფლორესსა და პადანზე ბინადრობს, მაგრამ მის სამშობლოდ მაინც მაინც ავსტრალია ითვლება, რადგან 900 000 წლის წინ სწორედ ავსტრალიიდან გადასახლდა რეპტილია დღეს უკვე ინდონეზიის ტერიტორიაზე, რომლიც იმ პერიოდში არა კუნძულები, არამედ ავსტრალიის კონტინენტის შემადგენელი ერთიანი ხმელეთი იყო, თუმცა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა და წყლის დონის მატებამ, დროთა განმავლობაში ვარანის სამშობლო მატერიკისგან იზოლირებულ, დამოუკიდებელ კუნძულებად აქცია.