მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ინფექციური დაავადება, მაიმუნის ყვავილი გამოვლინდა. როგორც BBC-ი წერს, ვირუსის შემთხვევები აღწერეს აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში.
აქამდე მაიმუნის ყვავილის შემთხვევები ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებისთვის იყო დამახასიათებელი, სხვა ქვეყნებში გამოვლენილი ვირუსი კი აფრიკაში მოგზაურობას უკავშირდებოდა.
მაიმუნის ყვავილის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად ჩნდება სახეზე, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებსაც ედება. ყველაზე ხშირად გამონაყარი ჩნდება ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე.
გამონაყარს ახასიათებს მწვავე ქავილი. დაზიანებებმა შესაძლოა, კანზე გამოიწვიოს ნაწიბურები. ადამიანის დასენიანება შესაძლებელია როგორც მაიმუნისაგან, ასევე დაავადებული ადამიანებისგანაც. ვირუსის შემთხვევათა უმეტესობა ხასიათდება საშუალო სიმძიმით, ისევე როგორც ჩუტყვავილა და რამდენიმე კვირაში სიმპტომები ქრება. თუმცა ამასთანავე, შესაძლოა იყოს უფრო მძიმე შემთხვევებიც. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილის 100-დან 1 შემთხვევა არის მომაკვდინებელი... წაიკითხეთ სტატია სრულად