მსოფლიო ბაზარზე ბანანი გაძვირდა. კერძოდ, ეკვადორში 1 ყუთი ანუ 18 კილოგრამი პროდუქტის ფასი საშუალოდ, 7-8 დოლარით გაიზარდა.უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, ეკვადორში ბანანის ფასი ბოლო რამდენიმე კვირაა გაიზარდა. როგორც უცხოური მედია Freshplaza-ზე დაყრდნობით წერს, ბანანის არსებული ფასი მნიშვნელიოვნად აჭარბებს ეკვადორის მთავრობის მიერ დადგენილ ღირებულებას.რაც შეეხება საქართველოს, ფასმა აქაც მოიმატა. თბილისის სუპერმარკეტებსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში ერთი კილოგრამი ბანანი ერთი ლარით გაძვირდა. კერძოდ, თუ აქამდე პროდუქტი საშუალოდ 3 ლარი და 50 თეთრი ღირდა, დღეს ერთი კოლოგრამის ფასი 4 ლარსა და 50 თეთრს შეადგენს.