მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა, აქედან 2 663 ადამიანი ჩინეთშია დაღუპული, 35 კი - მის ფარგლებს გარეთ, - ამ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვირუსს ირანში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამხრეთ კორეასა და იტალიაში - 7, იაპონიაში - 4, ჰონგ-კონგში - 2, გარდაცვალების ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული ფილიპინებში, საფრანგეთსა და ტაივანში.
რაც შეეხება დაინფიცირების შემთხვევებს, მსოფლიოში ვირუსი 80 067 ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 77 658 შემთხვევა ჩინეთშია დაფიქსირებული.