ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევებმა 5,5 მილიონს გადააჭარბა, ხოლო გლობალურად ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 346 000-ს აღემატება.
მსოფლიოში ყველაზე მეტად ამ დროისთვის კვლავ აშშ-ია დაზარალებული. აქ ვირუსით 1,66 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 98 000-ზე მეტია. მას მოსდევს ბრაზილია, რომელმაც დაინფიცირებულთა რიცხვით მეორე ადგილზე რუსეთი ჩაანაცვლა.
მთლიანობაში, კორონავირუსი მსოფლიოს 188 ქვეყანაშია გავრცელებული.