მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს. ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ-19-ით 1.4 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, 42.8 მილიონი პირი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის მსოფლიოში 17.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.