მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი 70 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ -19-ით ინფიცირების 25.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.