მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 213 ქვეყანასა და ტეროტირიაზეა გავრცელებული და მას 334 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაიფიცირებული პაციენტებიდან 98%-ის მდგომარეობა სტაბილურია, დარჩენილი 2-ის კი მძიმე.
ამასთან, კორონავირუსისგან უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა 2 082 000 პაციენტი. ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, რუსეთსა და ბრაზილიაში ფიქსირდება.