02:20
12 აგვისტო, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა - საერთო ქონებამ უკვე 9 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა
08-07-2020

მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2019 წელს მდიდრების რიცხვმა 8,5%-ით მოიმატა და 2 ათას 825 ადამიანი შეადგინა.
ამასთან, შარშან მათი ქონება გაიზარდა 10,3%-ით 9 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარამდე. ამის შსახებ აღნიშნულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Wealth-X- ის მილიარდერების აღწერის ანგარიშში.

მათივე პროგნოზით, 2020 წელს შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. 2020 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, წელს მილიარდერების რიცხვი ახალ რეკორდს დაამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შედეგად არაერთი ინდუსტრია დაზარალდა - საავტომობილო, საჰაერო სივრცე, ტრანსპორტი და სხვა, ეს მილიარდერთა რაოდენობის ზრდის დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერ გახდება.

შემცირდება მხოლოდ იმ ადამიანების ქონება, ვინც დაზარალებულ სექტორებში მოღვაწე კომპანიების მფლობელები არიან. მილიარდერთა რაოდენობა კი იმ ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული კომპანიების ხარჯზე გაიზრდება, რაზეც მოთხოვნა პანდემიის პერიოდში მოიმატა, მაგალითად, კვების მრეწველობა, ონლაინ საცალო ვაჭრობა, დაზღვევა, ჯანდაცვა და ა.შ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები