ნავთობის ფასები უკვე მეხუთე დღეა იზრდება. ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასმა ბარელზე 45 დოლარსა და 39 ცენტს გადააჭარბა. ამასთან, გაძვირდა Brent-ის ტიპის საწვავი და თებერვლის ფიუჩერსებზე ბარელის ღირებულებამ 48 დოლარი და 33 ცენტი შეადგინა.
საწვავზე ასეთი ფასები 2020 წლის მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მხოლოდ ბოლო 5 დღის განმავლობაში კი WTI-ის ტიპის საწვავი 8,3%-ით გაძვირდა, Brent-ის ტიპის საწვავზე ფასმა კი 9,2%-ით მოიმატა.
ნავთობის ფასის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია გაჩნდა. ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია შესაძლოა, წლის ბოლომდე დაიწყოს, ბაზრები გამოაცოცხლა. გაიზარდა ოპტიმიზმი და რისკიან აქტივებზე მოთხოვნა, რასაც შედეგად, ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა.