"ზღვების სიმფონია" მსოფლიოში უდიდესი საკრუიზო ლაინერია. ხომალდზე ხმელთაშუა ზღვაში პირველი რეისისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. გემის ღირებულება 1,35 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. მისი წონა 228 000 ტონაა, სიგრძე - 362 მეტრი, რაც მხოლოდ 20 მეტრით ნაკლებია, ვიდრე ემპაირ-სტეიტ-ბილდინგის სიმაღლე.მისი მშენებლობა 2 წელიწადს გრძელდებოდა. ლაინერზე 8000 ადამიანი თავსდება.ხომალდის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს ტრამპლინი, ყინულის მოედანი, გოლფის მინიმოედანი, ალპინისტური კლდე, სერფინგის სიმულატორი, სრული ზომის კალათბურთის მოედანი და კაზინო.გემს ყველა ასაკის სტუმრების სათამაშო მოედანსაც უწოდებენ.„სიმფონიამ“ თავისი პირველი მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვაში დაიწყო. თავის მშობლიურ ნავსადგურ მაიამიში ის ესპანური მალაგადან გაემგზავრება.