ხმელეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ცხოველი, რომელმაც არა მხოლოდ სიძლიერით, არამედ თავისი ელეგენატურობითაც გაითქვა სახელი, კატისებრთა ოჯახის და პანტერათა გვარის წარმომადგენელი მტაცებელი ძუძუმწოვარაა. მართალია, თანამედროვე ვეფხვის წინაპარები დაახლოებით 2 მლნ. წლის წინ, პირველად ევრაზიის კონტინენტზე გამოჩნდნენ, მაგრამ სახელი მაინც ბერძნული მიიღეს, რაც თარგმანში "ბასრს" ან "სწრაფს" ნიშნავს.ვეფხვის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება, საიდანაც აზიის თითქმის ყველა რეგიონში გავრცელდა. დღეს, ოდესღაც მრავალრიცხოვანი მტაცებლის საერთო რიცხოვნობა სულ რაღაც 4 000 - 6 5000 ეგზემპლარს შეადგენს, რომელიც დიდი ნაწილი ბანგლადეშისა და ბუტანის, ვიეტნამისა და ინდოეთის, ინდონეზიისა და ჩინეთის ტენიან ტროპიკულ ან ბამბუკის ტყეებში, მშრალ სავანეებსა და ნახევარუდაბნოში, ხშირად ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე ბინადრობს.