შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. 19 მაისს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად, მთაწმინდაზე, თბილისის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე და ბლოკი "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი შალვა შავგულიძე მიიღებენ.