მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება. საბაგიროს აღსადგენად საპროექტო სამუშაოების 80% დასრულებულია. პროექტის მიხედვით, მთაწმინდის საბაგიროს ყველა, ოთხივე ანძა თავიდან აშენდება და ორივე სადგურის პლატფორმა მოეწყობა.
რუსთაველზე არსებული საბაგირო სადგურის ძველი ექსტერიერი არ შეიცვლება, კვლავ ოვალური დარჩება. მგზავრთა გადასაყვანად კი ახალი საბაგირო კაბინები დამონტაჟდება“. მთაწმინდის საბაგიროზე მგზავრთა გადასაყვანად 20 გონდოლა იქნება. განახლებული საბაგირო ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე შევა.