11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადმოჰყავთ. როგორც თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა ჭოლიაშვილმა განუცხადა, ბავშვს თავის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანის საჭიროება დადგა. მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. ბავშვი თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.