მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შეტყობინება შევიდა, რომ მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, მოზარდი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე ახმეტის სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მალევე მოახერხეს.ამ დროისთვის მოზარდი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.